აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
საზოგადოება - 11:16, 14 Jun, 2020     590

შიდა ქართლის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები, გორის მუნიციპალიტეტში, სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს.

„მოვუწოდებთ ფერმერებს, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.

ნუგზარ სამხარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერებმა გამოიყენონ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი და იყვნენ დაცულები.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში, ფერმერს, თამარ მიჩიტაშვილს სეტყვის შედეგად, ვაშლის ბაღში მოსავლის 75% გაუნადგურდა. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ბენეფიციარს დაახლოებით 80,000 ლარს აუნაზღაურებს. ფერმერმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო; მისმა გადახდილმა თანხამ 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის, 3,000 ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობამ -7,000 ლარი.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში არ მოქმედებს ფართობის ლიმიტი და სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარს შეადგენს.

2020 წლის მაისის თვის მდგომარეობით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 10,899 პოლისი. პროგრამაში ჩართულია 5,568 ბენეფიციარი. დაზღვეულია 10,000 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 107 მილიონ ლარს აღემატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42