რასისტული ელემენტების გამო HBO-ს მიერ ჩვენებათა სიიდან ამოღებული “ქარწაღებულნი” "ამაზონის“ რეიტინგში ლიდერობს
მსოფლიო - 16:14, 13 Jun, 2020     1242

ამერიკულ კინოკლასიკად მიჩნეული, 8 ოსკარის მფლობელი და აშშ-ის ყველაზე საკასო ფილმი “ქარწაღებულნი” „ამაზონის“ რეიტინგში ლიდერობს მას შემდეგ, რაც HBO Max-მა ის თავისი ჩვენების სიიდან ამოიღო „მონობის რომანტიზების“ და ეთნიკური და რასობრივი ცრურწმენების დანერგვის გამო. ფილმის მიმართ ინტერესი სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაიზარდა და „ქარწაღებულნი“ გაყიდვების რეიტინგის ლიდერთა შორის არა მხოლოდ „ამაზონზე“, არამედ iTunes-Apple-ის ხუთეულშიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ HBO-მ “ქარწაღებულნი” დროებით ონლაინ ჩვენების სიიდან 10 ივნისს ამოიღო. ფილმში მთავარ როლებს ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი ასრულებენ.

კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის უერთდება დანარჩენ მედია კომპანიებს, რომლებმაც წინააღმდეგობრივი ფილმები და სერიალები საჩვენებელი სიებიდან ამოიღეს. ეს პასუხია შეერთებულ შტატებში მზარდ რასობრივ მგრძნობელობაზე, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებას აღვივებდეს.

"ეს ფილმი სამოქალაქო ომამდელ მონათმფლობელურ ამერიკის სამხრეთს უკეთებს პოპულარიზებას, მასში მონაწილე ფერადკანიანები "კმაყოფილი" არიან თავისი ცხოვრებით და ბატონების ერთგულნი რჩებიან, მონობის გაუქმების შემდეგაც. ეს ფილმი აკანონებს სტერეოტიპებს, რომელიც მცდარი იყო მაშინაც და მცდარია ახლაც. ამასთან, ფილმში თავის დროზე საუკეთესო ამერიკელი მსახიობები მონაწილეობენმ რომლებიც არსებულ სიტუაციას პოეტიზირებულ ხდიან." - აცხადებს სცენარსტი ჯონ რიდლი.

ასევე ცნობულია, რომ CBS-მა აღარ გააგრძელა დოკუმენტური სერიალის “პოლიციელები” კონტრაქტი, რომელიც 32 სეზონი გადიოდა. “ნეტფლიქსმა” სერიალი “პატარა ბრიტანეთი” გააუქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42