კოვიდ 19-მა ჟვანიას კლინიკაში შეაღწია. ინფიცირებულია კლინიკის მთავარი ეკონომისტი. 70 წლამდე ასაკის მამაკაცს დამახასიათებელი ნიშნები სამშაბათს გამოუვლინდა, თუმცა პისიარ ტესტმა დადებითი პასუხი, მხოლოდ განმეორებითი ტესტირების შემდეგ აჩვენა.
ჟვანიას კლინიკის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ინფიცირებულს პაციენტებთან კონტაქტი არ ჰქონია, ხოლო ადმინისტრაციის ის 12 თანაშრომელი, ვისთანაც კონტაქტი ფიქსირდება, თვითიზოლაციაში არიან გადასულები. თავად ინფიცირებული პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას
"12 ივნისს დაგვიკავშირდა ლევან გოფოძე, რომელმაც გვაცნობა რომ ჩვენი თანამშრომლის განმეორბითი კვლევა იყო დადებითი. კლინიკის ადმინისტრაციული ნაწილი სრულად იზოლირებულია კლინიკური ნაწილისაგან ამიტომ კლინიკა აგრძელებს ფუნქციონირებას" - ამბობს ჟვანიას კლინიკის კლინიკური დირექტორი მანანა ჟვანია
მასალის გამოყენების პირობები






