RSС აშშ-ის ხელისუფლებისგან რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას მოითხოვს
მსოფლიო - 19:36, 12 Jun, 2020     1148

147 კონგრესმენი რესპუბლიკელისგან შემდგარი Republican Study Committee (RSС)-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში "„ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, სადაც RSС-ის საგარეოპოლიტიკური ხედვებია ჩამოყალიბებული, ერთერთ პუნქტი რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა. დოკუმენტი რეკომენდაციის სახით უკვე გადაეგზავნა თეთრ სახლს. 120 გვერდიან დოკუმენტზე მუშაობა წელიწადნახევარი მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, მასში რუსეთი აშშ-ის მტრად არის მოხსენიებული და ავტორები თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდებენ გაამკაცროს სანქციები მის წინააღმდეგ, გათიშოს ის საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან და რუსეთს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

დოკუმენტშ ნათქვამია, რომ რუსეთი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობს სრიოზული ზიანი მიაყენოს აშშ-ს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვა ქვეყნებში, სირიაში, ლიბიაშ, ვენესუელასა და მონტენეგროში. როგორც "ნიუპოსტი" უკვე იუწყებოდა, დოკუმენტში მოხსენიებულია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენები. ასევე, აღნიშნულია რუსეთის მიერ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება პოლიტიკური მკვლელობებისთვის დიდ ბრიტანეთში და აშშ-ისა და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა.

რუსეთის შეჩერებისთვის რეკომენდიებული ზომების საკითხში განსაკუთრებთ აღსანიშნავია მისთვის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. შეგახსენებთ, რომ ასეთი სტატუსი აშშ-ს ირანის, ჩრდილოეთ კორეის, სუდანისა და სირიისთვის აქვს მინიჭებული.

ამ სტატუსის თანახმად, ვაშინგონს უფლება აქვს ქვეყნის წინააღმდეგ შემოიღოს დამატებითი სანქციები, შეზღუდოს ან საერთოდ აკრძალოს ორმაგი დანიშნულების საგნებით ვაჭრობა, იარაღის მიყიდვა, უარი უთხრას ეკონომიკურ დახმარებაზე, მოუხსნას დიპლომატიური იმუნიტეტი ქვეყნის წარმომადგენლებს.

რა შანსები აქვს ამ დოკუმენტს?

აღნიშნული მოხსენება, ბუნებრივია, არ წარმოადგენს კანონპროექტს, არამედ არის მმართველი პარტიის ფრაქციის რეკომენდაციები თეთრი სახლისა და კონგრესის მიმართ.

ამასთან, რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება უკვე რამდენიმე წელია განიხილება ვაშინგტონში. მაგალითად, 2018 წელს ეს წინადადება სენატის საერთაშორისო კომიტეტის წევრმა რობერტ მენენდესმა დააყენა, სკრიპალების საქმესთან მიმართებაში.

2019 წლის დეკემბერში, სენატის საერთაშორისო კომიტეტმა დაამტკიცა რესპუბლიკელი სენატორის კორი გარდინერის მიერ შეტანილი კანონპროექტი რუსეის ტერორიზმნის სპონსორ ქვეყნად აღიარების შესახენ, მეტიც კომიტეტმა მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მას 90 დღეში უნდა წარედგინა კონგრესში მოხსენება, თუ რამდენად შეესაბამება რუსეთის სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ქმედება ამ სტატუსის მინიწების კრიტერიუმებს.

პოლიტოლოგი, პროფესორი ჯონათან სანდერსი მიიჩნევს, რომ ამჟამად კაპიტოლიუმის ბორცვზე დაკავებულები არიან კორონავირუსით, მასობრივი არეულობებით, არჩევენბით, მაგრამ ამ დოკუმენტის მნიშვნელობის შეუფასებლობა არ შეიძლება, რადგან, როგორც წესი, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ყველა სანქცია ორპარტიული უმრავლესობის მხარდაჭერით იქნა მიღებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42