ვარშავაში, 11 ნოემბერს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ორი დემონსტრაცია გაიმართა. პირველიმათგანი - მსვლელობა „ერთად დამოუკიდებლობისათვის“ - პოლონეთის პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული და მშვიდობიანად ჩაიარა.
მეორე მანიფესტაცია, ლოზუნგით „ახალი თაობა მოდის“, ულტრამემარჯვენე ძალებისა და „ნაციონალურ-რადიკალური ორგანიზაციის“ წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.
ორგანიზატორების შეფასებით, მარშში 50-დან 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრაციის დროს, პოლიციასთან შეტაკება მოხდა. ერთ-ერთ მოედანზე, ულტრამემარჯვენეებმა დაწვეს ინსტალაცია „ცისარტყელა“, რომელიც საზოგადოებრივი ტოლერანტობის სიმბოლოა.

პოლონელი ნაციონალისტები თავს დაესხნენ რუსეთი საელჩოს, რომელიც მათ გზაზე აღმოჩნდა. დემონსტრანტები შენობას მაშხალებს ესროდნენ, ასევე საელჩოსთან მდებარე პოლიციის ჯიხური და სანაგვე კონტეინერი დაწვეს.
მასალის გამოყენების პირობები






