გამყრელიძე: ვიაროთ ფეხით და ტრანსპორტი დავუთმოთ ჩემი თაობის ადამიანებს, ვინც ასაკშია და ხანდაზმულია
COVID-19 - 16:29, 12 Jun, 2020     515

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საზოგადოება არ ემორჩილება ამ რეგულაციებს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში პირბადეს არ ატარებენ ყოველთვის.

მისი თქმით, საუბარი არ არის რეგულაციების გამკაცრებაზე, საუბარია მოწოდებაზე, რომ დაწესებული რეგულაციები, შესრულდეს და თუ არ სრულდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები უფრო ქმედითად ამოქმედდეს.

„რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, რომ უნდა დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებს. საუბარია მოწოდებაზე, რომ ის რეგულაციები, რაც დაწესებულია, აღვასრულოთ და თუ არ სრულდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები უფრო ქმედითად ამოქმედდეს, იმავე რესტორნებთან და კაფე-ბარებთან მიმართებაში, სადაც არ იცავენ რეგულაციებს. იცით, რომ ყველა ბიზნესს დაუწესდა გარკვეული რეგულაციები.

სამწუხაროდ, არ ვემორჩილებით, საზოგადოება არ ემორჩილება ამ რეგულაციებს. ვიაროთ ფეხით და ტრანსპორტი დავუთმოთ ჩემი თაობის ადამიანებს, ვინც ასაკში არიან და ხანდაზმულები არიან. კარგია, რომ პირბადე უკვე ყველას გვიკეთია თანდათან საჯარო დაწესებულებებში, მეტროში, მაგრამ ყველგან არ იცავენ ამ წესს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში პირბადეს რატომღაც არ ატარებენ ყოველთვის, ასევე სამარშრუტო ტაქსებში. ამავე დროს ავტობუსებში გვქონდა გადატვირთვის, გადაჭედვის შემთხვევები. პირბადეს სერიოზული დამცველობითი უნარი აქვს, მაგრამ, როცა ძალიან ახლოს ვართ და დისტანციას არ ვიცავთ, გადადების რისკი იზრდება.

შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ინფექცია ბრუნავს, ვირუსი ცირკულირებს ჩვენს ირგვლივ“, – განაცხადა გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42