რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ კორონავირუსით ინფიცირების 6-ახალ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.
მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დადასტურებული ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი კლინიკაში ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, ორი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანია და დანარჩენი ცხელების ცენტრიდან შეყვანილი პაციენტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„კლინიკამ თანამშრომლების ე.წ აგრესიული ტესტირება დაიწყო და ამ დროისათვის 50-მდე ანალიზია გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. საავადმყოფოში კვლავაც რჩება ერთი მძიმე კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში კი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
მასალის გამოყენების პირობები






