დღეს ტურიზმი პანდემიის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, სტატისტიკა კი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იცვლება. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით დადებითი ტენდენციებია და ამიტომ უკვე არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ დაასახელა ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად.
ტურისტებისთვის, როგორც წესი, ყველაზე საინტერესო აჭარის რეგიონია, რომელიც პანდემიის დროსაც გამორჩეულია – თვეზე მეტია აჭარა მწვანე ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
- როგორ ემზადება მწვანე აჭარა, შავი ზღვით და ცისფერი ცით ტურისტული სეზონისთვის, ამის შესახებ “ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ესაუბრა:
ახლა მსოფლიოში არავინ მოგზაურობს, თუმცა როდესაც საზღვრები გაიხსნება, საქართველო იქნება ყველაზე საინტერესო და სასურველი მიმართულება, რადგან დღეს, პირველი, რასაც მოგზაური ამოწმებს პანდემიის გავრცელების სტატისტიკაა, რაც საქართველოს ყველაზე დაბალი აქვს. ჩვენ პრიორიტეტს გვაძლევს კოვიდ სტატისტიკა და ქვეყანაში პანდემიის მართვის ეფექტიანი მენეჯმენტი.
ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებით პასუხისმგებლობას აჩენს, სწორედ ამიტომ სახელმწიფომ შეიმუშავა სტანდარტები სერვისის მიმწოდებლებისთვის(სასტუმროები, ბარები…), რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის შევქმნათ უსაფრთხო გარემო, არ შემოვატანინოთ ვირუსი საზღვარგარეთის მოქალაქეებს და ასევე, დავიცვათ უცხოელი მოგზაური. ამასთან, ტურისტების ნაკლებობის გამო, წელს შიდა ტურიზმის განვითარებაზე აქტიურად ვიმუშავებთ.
ვრცლად ნახეთ fortuna.ge-ზე
მასალის გამოყენების პირობები






