მარტოხელა ბრიტანელი ვეტერანის დაკრძალვაზე ასობით ადამიანი მივიდა
მსოფლიო - 13:52, 12 Nov, 2013     3462

11 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის ასობით მოქალაქე, მეორე მსოფლიო ომის, მარტოხელა ვეტერანის, ჰერალდ პერსივალის დაკრძალვაზე მივიდა. 99 წლის ასაკში გარდაცვლილი პერსივალი, მოხუცთა ბრიტანულ თავშესაფარში ცხოვრობდა, იუწყება Agence France-Presse.

ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანის დაკრძალვაზე, შესაძლოა, არავინ მივიდეს. ამის შემდეგ, კრემატორიუმთან ხალხი მოგროვდა.

განცხადება სოციალური ქსელებით საწრაფად გავრცელდა, რასაც ასობით ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის სამხედრო მომსახურეების მშობლები ბავშვებთან ერთად და სხვა ვეტერანები.

ადგილობრივი კრემატორიუმის შენობამ, პერსივალთან გამომშვიდობების მსურველები ვერ დაიტია, ამიტომ რამდენიმე ასეული ადამიანი, ყვავილებით ხელში, ქუჩაში წვიმაში იდგა.

გარდაცვლილის ერთადერთმა ნათესავმა, მისმა დისშვილმა ანდრე კოლერ-ვორსელმა განაცხადა, რომ საგაზეთო პუბლიკაციის შემდეგ, რამდენიმე ადამიანის მოსვლას ელოდა. მისი თქმით, ის „შოკშია“ არაგულგრილი ადამიანების რაოდენობით.

დაკრძალვაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სხვადასხვა ომში დაღუპულ ყველა ბრიტანელს. დიდ ბრიტანეთში ხსოვნის დღეს 11 ნოემბერს  - პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღეს აღნიშნავენ.

პერსივალი ომის დროს ბომბდამშენების სახმელეთო უზრუნველყოფას ემსახურებოდა. როგორც მისი დისშვილი ყვება, პერსივალი არ იყო გმირი, მაგრამ ის პატიოსნად ემსახურებოდა თავის ქვეყანას მისთვის მძიმე დღეებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42