„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში ავტობუსში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი არცერთი ნორმა არ არის დაცული.
„სრული განუკითხაობაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა პირბადისა, არცერთი საერთაშორისო სტანდარტი არ არის დანერგილი, არცერთი! კატასტროფა! უპასუხისმგებლობა!
სად ხართ ტრანსპორტის სამსახურები? სად ხართ ჯანდაცვის სამინისტრო? სად არის გათვალისწინებული საერთაშორისო რეკომენდაციები? ვინ ახორციელებს მონიტორინგს მგზავრობაზე? თბილისის მერია საერთოდ რას აკეთებ? მეორე ტალღაო?! მეორე ტალღა კი არა, თუ რეკომენდაციებს არ გაითვილისწინებთ ცუნამს მივიღებთ!” – დავით მესხიშვილი.


მასალის გამოყენების პირობები






