ბოდბისხევში ნაპოვნი ახალშობილის საქმე გახსნილია - დედამ აღიარა, რომ იმშობიარა და ბავშვი ბენზინგასამართ სადგურთან დატოვა
საზოგადოება - 20:07, 11 Jun, 2020     929

ბოდბისხევში ნაპოვნი ახალშობილი - დედამ აღიარა, რომ იმშობიარა და ბავშვი ბენზინგასამართ სადგურთან დატოვა.

ბავშვის მამა აცხადებს, რომ მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა და ცოლი აცხადებდა, რომ მას სიმსივნე ჰქონდა.

ცოლის ორსულობის შესახებ კი მაშინ გაიგო, როცა მათთან სამართალდამცავები მივიდნენ. მისი თქმით, მას ბავშვის გაზრდა თავად სურს, თუმცა ეჭვობს, რომ განვითარებული მოვლენების გამო ბავშვი დაუბრუნონ. ქალის მეუღლე ასევე ამბობს, რომ არ იცის ჰქონდა, თუ არა ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები

"რომ შეგეხედა ნორმალური ადამიანი იყო და რა ვიცი," - აცხადებს ქალის მეუღლე.

ჩვილი გამვლელებმა დღეს დილით იპოვეს და პოლიციას აცნობეს, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმების თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ დაცემის შედეგად მიიღო.

საავადმყოფოში იმყოფება ახალშობილის დედაც, 40 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკაში თავად მივიდა და იქ აღიარა რომ ბოდბისხევში იმშობიარა და ჩვილი დატოვა. პალატასთან, სადაც ქალი მკურნალობის კურსს გადის, სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან. ექიმის განცხადებით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სისხლდენით მივიდა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ამ დროისთვის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"შევიყვანეთ მცირე საოპერაციოში სადაც სისხლდენა უნდა შეჩერებულიყო, შემდგომ დიდი საშვილოსნოს გამო და პარალელურად შეკითხვებით, გავიგეთ, რომ ამბობდა ვიმშობიარეო, მერე გავარკვიეთ, რომ ბოდბისხევში უმშობიარია და როგორ მოხვდა აქ არ ვიცი. მალევე მოჰყვა პოლიციაც," - აცხადებს ექიმი ლევან ტიგინაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით დაიწყო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42