საქართველოს სტუდენტურმა პარლამენტმა აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდთან შეხვედრა გამართა
საზოგადოება - 18:54, 11 Jun, 2020     667
საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კესო გიორგაძის ორგანიზებით, აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდთან შეხვედრა გამართა. ექსპერტული მოსაზრებების გაზიარებისა და კომიტეტის წევრებისთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიაში მონაწილეობა პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა მიიღო. საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებმა შეხვედრის თემად განსაზღვრეს XXI საუკუნის ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხი - ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი): საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოში შექმნილი სისტემა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებსა და სტაჟიორებთან შეხვედრისას განიხილეს ის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ამ ტრანსანციონალური დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისთვის საერთაშორისო თანამეგობრობამ შეიმუშავა. გაეროსა და ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ჭრილში გამოვლენილმა გამოწვევებმა სტუდენტური პარლამენტის წევრების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იმსჯელეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩოსა და განვითარებული პრაქტიკის თაობაზე, რაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამ დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის მსხვერპლთა დაცვას, დამნაშავეთა ეფექტიან სისხლის სამართლებრივ დევნასა და ამ სფეროებში საქართველოს ფარგლებში სახელმწიფო და არასამთავრობო აქტორების, ასევე სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობას უდევს საფუძვლად. სტუდენტმა პარლამენტარებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. აკადემიკოს ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობისა და მისი დაფუძნებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის გასაგრძელებლად, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით 2019 წელს დაფუძნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42