ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, მთავარმა გენერალმა ჰოსეინ სალამიმ განაცხადა, რომ ირანმა აჩვენა თავისი ძალა ამერიკას ნავთობის ტანკერების ვენესუელაში გაგზავნით.
სამხედროების შეკრებაზე თეირანში ოთხშაბათს გენერალმა სალამიმ განაცხადა, რომ ირანმა აჩვენა ძალა იმით, რომ ქვეყანამ აღასრულა თავისი სურვილი ვენესუელის დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მტრულად განწყობილ აშშ-ს ეს ასე არ სურდა.
„ისლამური რევოლუცია ზურგში ურტყამს მტრებს, უფლის მადლით ჩვენ დღეს მომსწრენი ვართ ჩვენი მტრების, განსაკუთრებით კი ამერიკის დაცემის“. მისი თქმით, კრიმინალური ბუნება ამერიკის მთავრობისა გახდა ისეთი მკაფიო, რომ ამერიკელი ხალხი წვავს ამერიკულ დროშებს.
ყველა ის სიმბოლო, რომლითაც აშშ თავის თავს წარმოადგენდა და მსოფლიოსთვის უტყუარ გამოსახულებას აჩვენებდა, იშლება და აშშ-ს სურათი იშლება, რომელიც მთავრობებმა თავიანთვი ქვეყნის სიმბოლოდ შექმნეს“ - განაცხადა რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელმა.
სალამიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელისუფლება კორონვირუსთან შეკავებაში უსუსტესი აღმოჩნდა , მან აგრეთვე დასძინა, რომ დღეს ამერიკა ყველაზე მძიმე ეკონომიკურ მდგოამრეობაშიცაა და მთავრობა პანდემიას ვერ აჩერებს.
მასალის გამოყენების პირობები






