აშშ-ში ბრინჯაოს სკივრი იპოვეს, რომელშიც აღმოაჩინეს 1 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროულობა, სამკაულები და სხვა ძვირფასეული ნივთები. გავრცელებული ინფორმაციით, განძი ათი წლის წინ იქნა დამალული კლოვან მთებში ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანისა და ანტიკვარული ნივთების კოლექციონერის მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, განძეულობა ზემოხსენებულ ადგილას ფორესტ ფენიმ დამალა. ამის შესახებ ამერიკული მედიას თვითონ კოლექციონერმა მიაწოდა ინფორმაცია.
განძეულობისა და არსებული სკივრის შესახებ საკუთარ ავტობიოგრაფიაში აღნიშნა კოლექციონერმა 2010 წელს. მედიის მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ფენის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, იგი საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა, დაემალა 1 მილიონი დოლარი ღირებულების ძვირფასეულობა. როგორც ირკვევა, მედიკოსებმა შეძლეს დაავადების პროგრესირების შეჩერება, თუმცა ფორესტმა მაინც გადაწყვიტა, დაემალა სკივრი.
ფენიმ CBS-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მას დაუკავშირდნენ განძეულობის აღმოჩენასთან დაკავშირებით, რომლის დასტურად ალფრედს ფოტო გაუგზავნეს. ძვირფასეულობის მაძიებელს სკივრის პოვნაში კოლექციონერის მიერ ავტობიოგრაფიულ წიგნში გამოქვეყნებული ლექსი- მინიშნება დაეხმარა.
განძს სულ 1000-მდე ადამიანი ეძებდა, 4 მათგანი კი უშუალოდ ძებნის პროცესში გარდაიცვალა. ავტობიოგრაფის წიგნში კი განძის აღმოსაჩენად სულ 9 გამოცანაა მითითებული.
მასალის გამოყენების პირობები






