ხშირი ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტებისთვის ტვინის ოპერაციების დროს მიუციათ ნებართვა გიტარაზე და ვიოლინოზე დაეკრათ, მაგრამ აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი რომ ქირურგებს პაციენტისთვის ოპერაციის მსვლელობისას საოპერაციო მაგიდაზე მიეცათ უფლება იმისა, რომ ზეთის ხილი მომზადებინათ.
60 წლის იტალიელ ქალს საკვების მომზადების პროცესში მარცხენა საფეთქლის არიდან სიმსივნური წანაზარდები ამოუღეს. ნეიროქირურგმა, ანკონა რიუნიტიმ აღნიშნა, რომ ოპერაციამ 2,5 საათის განმავლობაში წარმატებულად ჩაიარა, პაციენტმა კი 1 საათში 90 ზეთისხილი მოამზადა.
ტვინის ე.წ გაღვიძებული ქირურგიული ოპერაცია მიმართულია იმისათვის, რათა პაციენტს ჩაუტარდეს იმგვარი ოპერაცია, რომელიც მიმართულია ძირითადად სიმსივნური წარმონაქმნების ამოსაღებად. საუბარია ისეთი სიმსივნური წანაზარდები, რომლებიც აფერხებენ ადამიანის მხედველობას, მოძრაობას და საუბარს. იმისათვის, რათა ქირურგებმა მინიმუალური ზიანი მიაყენონ ოპერაციის მსვლელობისას ადამიანის ჯანმრთელ ქსოვილებს. ოპერაციის დროს ადამიანს ჩვეულებრივ შეუძლია საუბარიც კი.
იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის მარცხენა საფეთქლის არეალი პასუხს აგებს ლაპარაკზე, მეხსიერებასა და მოძრაობაზე, ექიმმა რობერტო ტრიგნანიმ განუცხადა იტალიურ მედიას, რომ ამგვარი მეთოდები საშუალებას იძლევა პაციენტის მდგომარეობის დაკვირვებაზე.
ტრიგნანისა და მის ექიმთა ჯგუფს მსგავსი სახის 60-მდე ოპერაცია აქვს ჩატარებული უკანასკნელი წლების განმავლობაში.
მასალის გამოყენების პირობები






