ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქში, ბოსტონში ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. დემონსტრანტებმა აშშ-ს აღმომჩენის, ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მედია და ამერიკული გავლენიანი გამოცემები წერენ.
ქალაქის მერის, მარტი უოლშის თქმით, ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს, რომელსაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რამდენჯერმე თავს დაესხნენ, შეინახავენ.
მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა აგრეთვე ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდში, სადაც საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, იგი დროშით შეფუთეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ კი იგი ტბაში ჩააგდეს.
ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები ქრისტეფორე კოლუმბს ადანაშაულებენ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ რასისტულ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ ამერიკის ტერიტორიაზე კოლუმბი მონათმფლობელურ და კოლონიზატორულ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






