აშშ-ის ნავთობის კომერციული მარაგების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და დაახლოებით 14%-ით აღემატება ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელს.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო სამმართველო ავრცელებს.
აშშ-ის ნავთობის კომერციული მარაგების მოცულობამ ისტორიულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელ მიაღწია. 30 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში 1,1%-ით გაიზარდა და ჯამურად 538 მილიონ ბარელს გაუტოლდა. ნავთობის კომერციული მარაგების ზრდას ერთად, რეკორდულად გაიზარდა სტრატეგიული რეზერვის მოცულობაც და ჯამურად 650 მილიონ ბარელს გაუტოლდა.
მომდევნო კვირებში ნავთობის ფასის საგრძნობ ვარდნას პროგნოზირებენ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman&Sach-ის ანალიტიკოსები, გამომდინარე იქიდან, რომ უცნობია ნავთობზე სამომავლო მოთხოვნა და მათ შორის ნავთობის მარაგები, რომლებიც „საშიშ“ ნიშნულზეა.
Goldman&Sach-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი შესაძლოა 35 დოლარზე ჩამოვიდეს, მაშინ როცა უკანასკნელ კვირებში მისი ფასი 43 დოლარი იყო.
სამი თვის განმავლობაში ნავთოპროდუქტების ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც OPEC-ის ქვეყნები, ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე შეთანხმდნენ დღეში ჯამურად 9.7 მილიონი ბარელით შეამცირეს.
მასალის გამოყენების პირობები






