საკონსტიტუციო სასამართლომ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის წესთან დაკავშირებით სარჩელი არ დააკმაყოფილა და იუსტიციის მინისტრის ბრძანების ცვლილებების კონსტიტუციურობა დაადასტურა
საზოგადოება - 20:53, 10 Jun, 2020     816

საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის წესთან დაკავშირებით სარჩელი, რითაც დადასტურდა გასაჩივრებული ნორმატიული აქტების, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანების კონსტიტუციურობა. ეს ნორმატიული აქტები, რომლითაც დადგენილია საქართველოს მოქალაქის მიერ პირადობის დადასტურების უნიფიცირებული წესის სახით პირადობის ელექტრონული მოწმობის არსებობა, საჩივრდებოდა მოსარჩელეების – ნანა სეფაშვილის და ია რეხვიაშვილის – მიერ, რომლებიც, რელიგიური რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობით სარგებლობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ნორმები „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-11 და მე-16 მუხლებთან მიმართებით კონსტიტუციურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი განმარტებები გაკეთდა იმ საკითხების ირგვლივ, როდესაც ცალკეული მოქალაქე რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე. საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვისას, სხვა მნიშვნელოვან არგუმენტებთან ერთად, დაეყრდნო წმიდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია“.

საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, გაითვალისწინა, რომ სახელმწიფოს მიერ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით არის განპირობებული, კერძოდ: სახელმწიფო დაინტერესებულია, გაიცემოდეს პირადობის დამადასტურებელი ისეთი უნიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც მაქსიმალურადაა დაცული გაყალბებისგან. სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია, რომ ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლა და ამ გზით აღნიშნული დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის გეგმის ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობის არსებობა არ იქნა შეფასებული აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვად, გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა არსებული რეალობის შესახებ და მიუთითა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა შესაბამისი რეაგირება და მოქალაქეებისთვის, რომლებიც უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მოიძებნოს გამოსავალი. სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფომ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამონახონ გზა, რომელიც ამ პირებს დაეხმარება, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო და საჯარო ცხოვრებაში, გადადგან ის ნაბიჯები, რასაც აუცილებლად მიიჩნევენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და სხვა სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფისათვის“. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უმაღლეს ღირებულებად ადამიანია მიჩნეული, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც, ნორმის ამოქმედების შედეგად, ოფიციალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე დარჩნენ, რადგან ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე უარი მათ არ აკარგვინებს საქართველოს მოქალაქეობას და ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიღებისა და მფარველობის უფლებას. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებში რჩება საკითხი, დაუშვებს თუ არა იგი გაყალბებისაგან მაღალი ხარისხით დაცული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე პირთა მონაწილეობას იმგვარ ურთიერთობებში, რომლებიც საჯარო, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, მთელი საზოგადოების ინტერესებს (როგორიცაა, მაგალითად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება) ან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება და არა ამ პირთა მხოლოდ ყოველდღიური სასიცოცხლო საჭიროებების დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა სასამართლომ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოსათვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სიკეთეების დაცვას, როგორიცაა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, პირადობის ელექტრონული მოწმობის უსაფრთხოება და გაუყალბებელი მონაცემები, სანდო მონაცემებისაგან შემდგარი საარჩევნო სია, და, მეორე მხრივ, აუცილებელ გამოსავალს შესთავაზებს კონკრეტულ პირთა ჯგუფს, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა მითითებული.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 2019 წლის 26 დეკემბერს დაიწყო და პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა შეაჩერა. ამ დროის განმავლობაში რწმენის გამო გაცემული არაელექტრონული პირადობის (ე.წ. ლამინირებული) მოწმობა სულ 251 პირზე გაიცა და მათგან დღეს მხოლოდ 43 არის მოქმედი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42