შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულოფ პალმეს მკვლელობა დღემდე მსოფლიო ისტორიის ერთერთი ამოუხსნელი ამოცანა იყო, თუმცა, 10 ივნისს ქვეყნის პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე დახურულია და მკვლელი ცნობილია.
პალმე ტავისი დროის ერთერთი ცნობილი პოლიტიკური ლიდერი იყო მთელს მსოფლიოში. ის თანაბრად აკრიტიკებდა აშშ-ს ვიეტნამის, ხოლო სსრკ-ს ჩეხოსლოვაკიისა და ავღანეთის მოვლენების გამო; აკრიტიკებდა კომუნისტურ რეჟიმებს; აკრიტიჯებდა პინოჩეტისა და ფრანკოს რეჟიმებს, ოსევე როგორც აპარტეიდს სამხრეტ აფრიკაში. აფინანსებდა სამხრეთ აფრიკის ოპოზიციას და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას. იყო სკანდინავიის რეგიონის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების ინიციატორი.
1986 წლის 28 თებერვალს ულოფ პალმეს, რომელიც მეუღლე ლისბეტთან, ვაჟ მარტინთან და მის მეგობარ გოგონასთან ერთად კინოდან სახლში ბრუნდებოდა, დაუდგენელმა პირმა პისტოლეტ Magnum-357-დან ზურგში ესროლა. იმ დღეს პალმე დაცვის გარეშე გადაადგლდებოდა. მკვლელობა სტოკჰოლმის ერთერთ ხალხმრავალ ქუჩაზე სვეავეგენზე მოხდა და მას 20 თვითმხილველი ჰყავდა. მათი მტკიცებით, მამაკაცმა პრემიერს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. საქმეზე, რომელსაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, 1000 მეტი ადამიანი იყო დაკითხული. თავდაპირველად პრალი ერთ წვრილმან დამნაშავეს დასდეს და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს, თუმცა, შემდეგ ეს ბრალდება მას მოეხსნა და იგი გაათავისუფლეს.

34 წლის შემდეგ შვედეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელი არის სტიგ ენგსტრომი, სადაზღვევო კომპანია Scandia-ს ყოფილი თანამშრომელი რომლის მეტსახელიც იყო "სკანდია-მენი". მან 2000 წელს თავი მოიკლა. გამომძიებლები აცახდებენ, რომ მკვლელობის მოტივი პალმეს მემარცხენე, სოციალისტური შეხედულებები გახდა.
პირველად ეს ვერსია ჟურნალისტმა ტომას პეტერსონმა წამოაყენა, ხოლო მისი შესწავლა პოლიციამ 2018 წელს დაიწყო. ჟურნალისტმა, პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად დაიწყეს ყველა ეჭვმიტანილის საქმის შესწავლა და მათი გაცხრილვა.
აღსანიშნავია, რომ თავიდან ენგსტრომი დაკითხული იყო როგორც ერთერთი მოწმე ზ.ა.20 ადამიანიდან. იგი იმ დრეს Skandia-ს ოფისში, რომელიც მკველლობის ადგილიდან ახლო მანძილზე მებარეობს, გვიან ღამემდე დარჩა. გაირკვა, რომ თავის დროზე ენგსტრომმა პოლიციასთან იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ პალმესთის პირველადი დახმარების აღმოჩენას ცდილობდა. ფაირკვა, რომ რამდენიმე ხნით ადრე მან იარაღთან მოპყრობის კურსი გაიარა.
2018 წელს ამ საქმეზე ენგსტრომის მეუღლეც დაკითხეს, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ მისი ქმარი მშიშარა იყო და ბუზსაც ვერ მოკლავდა.

ეს საქმე ათეულობით წელია შვედთის პოლიციისა და საზოგადოების ყურადღების ქვეშ იყო. მის ამოხსნას ცნობილი მწერალი, წიგნის "გოგონა დრაკონის ტატუთი" ავტორი სტიგ ლარსონიც ცდილობდა. წლების განმავლობაში მის ირგვლივ ათასი ვერსია ტრიალებდა, თუ ვის და რა მოტივით შეეძლო სურდა პალმეს მოკვლა.
ყველაზე ექსტრავაგანტული ვერსია მათ შორის შემდეგია:
- პალმე აპარტეიდის მოწინააღმდეგე იყო და სამხრეთ აფრიკის უმსხვილეს პარტიას, - "აფრიკის ეროვნულ კონგრესს" აფინანსებდა. 1996 წელს, ამ ვერსიის შესამოქმებბლად შვედეთმა გამომძიებელთა ჯგუფიც კი გაგზავნა სამხრეთ აფრიკაში.
- პალმემ შემთხვევით გაიგო, რომ შვედეთის იარაღიოს მწარმოებელმა ფირმამ Bofors გრთამის სახით გარკვეული თანხა გაიღო, რომ ინდოეთისთვის იარაღის მიწოდების კონტრაქტი მოეპოვებინა.
- ულოფ პალმემ და მისმა მინსტრთა კაბინეტმა ქურთების მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, და სხვ.
ფაქტი ერთია პალმეს ქვრივი ლისბეტი, 2018 წელს ისე გარდაიცვალა, რომ მისი მეუღლის მკვლელის ვინაობა არ იცოდა.
მასალის გამოყენების პირობები






