არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ლონდონის ყველაზე ძველი თეატრი იქნა აღმოჩენილი უაიტჩაპელში ერთ-ერთი სახლის ნანგრევებზე.
„წითელი ლომი“ ითვლებოდა პირველ თეატრად ელიზაბეტ პირველის ეპოქაში, რომლის ადგილმდებარეობა დიდი ხნის განმავლობაში იყო სადავო.
შარშან არექოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ხე-ტყის ნაგებობების ნარჩენები და აგრეთვე არტეფაქტები. არექოლოგმა სტეფენ უაითმა აღნიშნულ მოვლენას „არაჩვეულებრივი აღმოჩენა უწოდა“.
„წითელი ლომის“ თეატრი უნდა აშენებულიყო ჯონ ბრაიანის მიერ 1567 წელს, შორედიჩის თეატრის მშენებლობამდე, რომელიც ააშენა ჯეიმს ბურბიჯმა 1576 წელს.
2019 წელს არქეოლოგებმა დაიწყეს სამუშაოები, რომლის დროსაც აღმოჩენილ იქნა 144 ხე-ტყის მასალა, რომელიც შესაძლოა ხარაჩოების მსგავსი კონსტრუქცია იყოს ან გალერიის დასაჯდმოები. არქეოლოგ უაითის თქმით, თითქმის 500 წლის შემდეგ შესაძლოა საბოლოოდ იქნეს ნაპოვნი ელიზაბეტის დროინდელი თეატრი.
ძლიერი კომბინირებული მტკიცებულებების ფონზე, რომელიც მოიცავს არქეოლოგიურ ნაშთებს, ზუსტად ემთხვევა ძველ დოკუმენტებში არსებულ ჩანაწერებს შენობასთან დაკავშირებით.


მასალის გამოყენების პირობები






