კვლევის თანახმად, შეისწავლეს რა უხანის 5 საავადმყოფოს ავტოპარკინგის კოსმოსური სურათები, ისინი აცხადებენ, რომ აგვისტოდან ამ საავადმყოფოების ეზოებში ავტომანქანების რაოდენობამ მკვეთრად იმატა.
კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ საავადმყოფოსთან 2018 წლის ოქტომბერში 171 ავტომობილი იყო დაფიქსირებული, ხოლო 2019 წელს ამავე დროს - 285, ანუ 67%-ით მეტი. ეს მატება დროში ზუსტად დაემთხვა ჩინეთში ინტერნეტის საძიებო სისტემებში სიტყვების "ხველა" და "დიარეას" მოძებნის რააოდენობის მკვეთრ ზრდას.კვლევის ავტორი ჯონ ბრაუნშტეინი აცხადებს, რომ როგორც ჩანს, უცნობმა დაავადებამ უხანის მოსახლეობის ნაწილი გაცილებით ადრე შეაშფოთა, "ქალაქში რაღაც ხდებოდა," - თვლის იგი.
ბრაუნშტეინის თქმით, რომ საჭიროა ბევრი კვლევის ჩატარება, თუ რა მოხდა სინამდვილეში, როგორ წარმნოიშვა გავრცელდა COVID-19, თუმცა ეს ფაქტები, მისი ადრე გავრცელების ერთერთი დადასტურება შეიძლება იყოს.ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელება ნოემბრის ბოლოს დაიწყო, ხოლო მის შესახებ შეტყობინება ჯანმოს 31 დეკემბერს გაუგზავნა, ამ კვლევას ზედაპირულს და აბსურდულს უწოდებს
ექსპერტებს ამ ფაქტებისადმი სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. უპირველეს ყოვლისა ისინი აცხადებენ, რომ ვირუსის ნაადრევი გავრცელება შესაძლოა ოფიციალური წრეებისთვის მართლაც გვიან გამხდარიყო ცნობილი.ამასთანავე, უხანის მაცხოვრებლები სექტემბერ-ნოემბერში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც ჩინეთის ტერიტორიაზე, ასევე უცხოეთშიც და შესასწავლია საკითხი, სხვა ადგილებში გამოვლინდა თუ არა რამდენიმე ადამიანი მაინც , რომლებსაც დაავადების მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ.
ფაქტი ერთია, 6 თვის განმავლობაში ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც პანდემიის გავრცელებას აღწერდა. ეჭვქვეშ დგას მისი წარმოშობის წყარო და ვერსია უხანის ბაზრიდან ვირუსის გავრცელების თაობაზე. ტესტები აჩვენებს, რომ ვირუსი რაღაც ფორმით არსებობდა, თუმცა, ყველა შემთხვევა უხანის ცხოველების ბაზართან კავშირში არ არის. არც ისაა დადგენილი, თუ რომელი ცხოველისგან გადაედო ის ადამიანს.არსებობს ფრანგი ექიმის მტკიცებაც, რომ მის პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები დეკემბერში, მის შესახებ ოფიციალურ გაცხადებამდე ადრე დაუდგინდა.
ფაქტია, მეცნიერებს ადამიანებსა და ცხოველებზე კიდევ მრავალი კვლევა აქვთ ჩასატარებელი, რათა ყველა კითხვაზე Covid-19-ის შესახებ პასუხი გაეცეს. არც ის არის გამორიცხული, რომ ჩვენ ვერასდროს გავიგოთ სად და როდის გაჩნდა ის პირველად.
მასალის გამოყენების პირობები






