ბრაზილიაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა და დაავადების ახალი 32 091 შემთხვევა აღინიშნა. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი ბრაზილიის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელთა თქმით, ამ დროისთვის 742,084- შეადგენს, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 38 497-ია.
ქვეყანაში პრეზიდენტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები იმართება- სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ხელისუფლებას არასათანადო ზომების გატარებასა და სამედიცინო დაწესებულების არასაკმარისი შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგებაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ხელისუფლება მალავს დაღუპულთა რეალურ ციფრებს. ჟურნალისტების თქმით, ფატალური შემთხვევების რიცხვის დასამალად საველე სასაფლაოების რაოდენობა იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები






