ბუშის ადმინისტრაციის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა ევროპის ქვეყნებს, სადაც რასიზმის საწინააღმდეგოდ აქციებს მართავენ მოუწოდა „სარკეში ჩაიხედონ“.
„ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას საქმიანობთ და აკეთებთ ევროპასა და მთელ სამყაროში რასობრივი და ეთნიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად? ამერიკა უკეთესი ქვეყანა გახდა, რადგან ჩვენ ვისწავლეთ პრობლემებისთვის თვალი გაგვესწორებინა. ჩვენ ვიბრძვით ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. არ გვჭირდება ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ლექციები მშვიდობიანი პროტესტის შესახებ, როდესაც მათ თავად გამოიყენეს საკუთარი ძალა მხოლოდ იმის გამო, რომ ხალხი მთვრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.“
კონდოლიზა რაისმა აგრეთვე კრემლის, თეირანისა და პეკინის პროპაგანდა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას იყენებენ საკუთარი ანტიდასავლური პოლიტიკის საწარმოებლად. რაისის განცხადებით „ არ არსებობს გამართლება იმ კრიმინალისა და დანაშაულებრივი ქმედებების, რაც უკანასკნელ პერიოდში ამერიკის ქალაქებში ხდება“.
მასალის გამოყენების პირობები






