დაუშვებენ თუ არა გამოცდაზე,იმ აბიტურიენტებს რომლებსაც ტემპერატურა ექნებათ? - პირობი და წესები, რომელიც გამოსაცდელებმა უნდა დაიცვათ
საზოგადოება - 15:20, 09 Jun, 2020     651

ეროვნული გამოცდები კორონავირუსის პანდემიის პირობებში -უწყებათაშორისმა საბჭომ განსაზღვრა წესები და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდების დროს უნდა იყოს დაცული.

  • თუ გამოცდის წინა დღეებში გამოსაცდელს ტემპერატურა ექნება, PCR ტესტის შედეგი უნდა წარადგინოს

კერძოდ, თუ გამოცდის დღეს 37°C ან მეტი ტემპერატურა გექნებათ, 15 წუთში სიცხეს ხელახლა გაგიზომავენ ვერცხლისწყლის თერმომეტრით. თუ ტემპერატურა ისევ დაგიფიქსირდებათ, გკითხავენ, გაიკეთეთ თუ არა გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე PCR ტესტი. თუ გექნებათ PCR ტესტის პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ ხართ, გამოცდის დასაწერად შეგიშვებენ ჩვეულებრივ დარბაზში, სხვა გამოსაცდელებთან ერთად. მაგრამ, თქვენი შემთხვევა აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება.

თუ გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე PCR ტესტი ჩატარებული არ გაქვთ, საგამოცდო ოთახში დაშვების საკითხს, ექიმი გადაწყვეტს, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს. ასეთ შემთხვევაში:

  • თუ სიცხის გარდა არ გექნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი, (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი) ჩვეულებრივ საგამოცდო სექტორში შეხვალთ;
  • იმ შემთხვევაში თუ 37°C-დან 37,4°С-მდე ტემპერატურასთან ერთად რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი გექნებათ, მაშინ ცალკე სარეზერვო ოთახში შეგიყვანენ, სადაც დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან დაწერთ გამოცდას. თქვენი მაგიდა ორმეტრიანი რადიუსის დაცვით იქნება დაშორებლი ამავე ოთახში არსებულ სხვა მაგიდებთან. (უწყება გირჩევთ, რომ ასეთ შემთხვევაში, მომდევნო გამოცდის წინ PCR ტესტი ჩაიტაროთ)
  • თუ 37,5°C ტემპერატურა გექნებათ (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) ცალკე სარეზერვო ოთახში შეხვალთ, სადაც დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან იგივე წესებით განთავსდებით, რომელზეც ზევით დავწერეთ. თქვენთვისაც რეკომენდირებულია მომდევნო გამოცდამდე ტესტის გაკეთება.

თუ ტემპერატურა 37,5°C-ზე მაღალი დაგიფიქსირდებათ და ამავდროულად, არ გექნებათ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, მოისნებით გამოცდიდან და უნდა მიმართოთ 112-ს. მაგრამ თუ ამავე ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, გექნებათ 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტის კოვიდუარყოფითი პასუხი, მაშინ თქვენს მდგომარეობას ექიმი შეაფასებს და რესპურატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ საგამოცდო ოთახში გაგიშვებთ. რომელიმე რესპირატორული სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში კი სარეზერვო ოთახში, დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან. ასეევე, მოგიწოდებენ, რომ მომდევნო გამოცდამდე მიმართოთ ოჯახის ექიმს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42