ბრიტანელმა მაშველმა-მეხანძრეებმა 3 დღიანი "ტანჯვის" შემდეგ გადაარჩინეს ცნობისმოყვარე მელა, რომელსაც თავი ჟანგიან ბორბალში გაეჭედა. გლაზგოს „ღამის ტყის“ მეხანძრეებმა გამოიყენეს სპეციალური მჭრელი აღჭურვილობა, რათა გაეთავისუფლებინათ მელა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ცხოველის გათავისუფლება მოახერხეს მისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. ადგილობრივთა თქმით, მელია რამდენიმე დღის განმავლობაში წკუმუტუნებდა და დახმარებას ითხოვდა, რომლის შემდეგაც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა სასწრაფო-სამაშველო ბრიგადას მიმართა.
მას შემდეგ რაც ნაშიერი გადაარჩინეს, იგი გაიქცა და ტყეში გაუჩინარდა. მელა ბრიტანულ ქალაქურ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად შესამჩნევია ხოლმე. უკანასკნელ პერიოდში ძალზე ხშირია აგრეთვე შემთხვევები, როდესაც ქალაქის ქუჩებში დახეტიალებენ მელიები.
მასალის გამოყენების პირობები






