ვან გოგისა და პოლ გოგენის ერთადერთი საერთო წერილი, რომელიც მათ მიერაა დაწერილი, აღნიშნავს დეტალებს მხატვრების ფრანგულ ბორდელებში ვიზისის შესახებ. აღნიშნული ხელნაწერი კი აუქციონზე იყიდება და 180 000-იდან 250 000 ევროდაა შეფასებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.
წერილის ადრესატი მე-19 -20 საუკუნის გამოჩენილი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი ემილი ბერნარდია. წერილი 1888 წელს ორი ხელოვანის მიერაა დაწერილი, რომელიც 4 გვერდს მოიცავს. მიწერ-მოწერა ხდებოდა ფრანგულ ქალაქ არლში, სადაც ჰოლანდიელი მხატვარი იმყოფებოდა იმავე წლის თებერვალში. წერილი იწყება ვან გოგის შთაბეჭდილებებით გოგენზე, რომელშიც იგი მეგობარს აღწერს, როგორც გაურყვნელ არსებას მხეცის ინსტიქტებით.
„გოგენთან ერთად სექსსა და სისხლს ამბიცია აქვს. ჩვენ რამდენიმე ექსკურსია გავმართეთ საროსკიპოებში და ძალზე ხშირად ვივლით იქ სამუშაოდ. ამ მომენტისთვის გოგენი ხატვის პროცესში იმყოფება იმავე ღამის კაფეში , სადაც მე ვხატავდი, მაგრამ იმ ფიგურებთან ერთად, რომლებიც ბორდელში იმყოფებიან. იგი ამბობს, რომ ძალზე ლამაზი ქმნილება გამოვა.“ - წერს ვან გოგი.




მასალის გამოყენების პირობები






