ბრიტანულ მედიაში გავრცელდა უკრაინის საბავშვო ბაღში გადაღებული სენსაციური კადრები, სადაც ასახულია ბაღის აღმზრდელის საზარელი ქმედება მცირეწლოვნის მიმართ. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აფარებს 51 წლის ირინა სუხანოვა 1 წლის გოგონას სახეზე ბალიშს, რომლის დროსაც სუნთქვის საშუალებას არ აძლევს- აღნიშნული ქმედების დროს კი ბავშვმა აღებინა და დაიხრჩო.
ბოროტმოქმედი ზაპოროჟიეს პოლიციამ დააპატიმრა მკვლელობის ბრალდებით. ეჭვმიტანილის განცხადებით, მას სურდა 1 წლის ალესას გაჩერება , რადგან ბავშვი მთელი ხმით ტიროდა. ვიდეოში აღბეჭდილია მომენტი, როდესაც ქალი ცდილობს ბავშვის დაძინებას, მანამდე კი მის დასამშვიდებლად ბალიშს აფარებს სახეზე.
სახეზე ბალიშაფარებულმა, შეშინებულმა ბავშვმა აღებინა, რის გამოც სასუნთქი გზების ობსტრუქციისგან გარდაიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ სუხანოვას სასწრაფო დახმარებისთვის დაერეკა, იგი ვიდეო კამერით გადაღებული ჩანაწერების წაშლას ცდილობდა.
ბოროტმოქმედი დაკავებულია და სასამართლო განიხილავს აღნიშნულ ქმედებას და უახლოეს მომავალში გამოიტანს განაჩენს.
მასალის გამოყენების პირობები






