თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „ღია კარის დღე“ დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა
საზოგადოება - 12:53, 09 Jun, 2020     532
2020 წლის 6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის „ღია კარის დღე“ ჩაატარა. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნივერსიტეტს ღონისძიების განხორციელება დისტანციურ რეჟიმში მოუხდა. აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო ხასიათის დისტანციური შეხვედრა თსსუ-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით წარიმართა. პირდაპირ ეთერში ღონისძიება 3 საათი გაგრძელდა, ჩართულობა საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, მას ათასობით მნახველი ჰყავს.

ონლაინ „ღია კარის დღის“ სტუმრებს პირველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიმართა, მადლობა გადაუხადა მათ უნივერსიტეტით დაინტერესებისთვის და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. რექტორმა ისაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, როგორც განათლების, ასევე ჯანსაღი და შემოქმედებითი გარემოს შექმნის მიმართულებით. პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ჩართვაში აღნიშნავს: „როგორც უკანასკნელი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგები ცხადყოფს, ჩვენი უნივერსიტეტის მიერ დაწესებული უპრეცენდენტოდ მაღალი საგამოცდო ბარიერის მიუხედავად, - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დღესაც, ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში.“

დისტანციურ ღონისძიებაზე თსსუ-ის თითოეული ფაკულტეტის დეკანებმა წარადინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ფაკულტეტზე ჩარიცხვის მოთხოვნებისა და საჭირო პროცედურების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია უნივერსიტეტის სასწავლო-აკადემიურ პროცესებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ონლაინ „ღია კარის დღის“ მსვლელობისას დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირდაპირ რეჟიმში დაესვათ კითხვები კომენტარების სახით, ასევე, ერთი კვირის განმავლობაში ისინი გზავნიდნენ შეკითხვებს ელექტორული ფოსტის მეშვეობით. ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მათ ღონისძიების მეორე ნაწილში მიიღეს: ფაკულტეტების დეკანებისგან, პროგრამების ხელმძღვანელებისგან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, ვიცე-რექტორისგან აკადემიური მიმართულებით. მათ შეკითხვებს პასუხები რექტორმაც გასცა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, დაინტერესებულ პირებს ნებისიერ დროს შეუძლიათ მიმართონ უნივერსიტეტს ოფიციალური სოციალური ქსელების ანგარიშებზე, ასევე, ვებგვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე და მიიღონ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები.

იხილეთ აბიტურიენტებისთვის საინტერესო საინფორმაციო პუბლიკაციები: https://tsmu.edu/ts/multimedia/17/197/0/0/0/0

იხილეთ ონლაინ "ღია კარის დღის" მსვლელობის მთლიანი ლაივ ვიდეო: https://www.facebook.com/tsmu.tbilisistatemedicaluniversity/videos/548301155843860/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42