‘რუსეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მასშტაბური შემთხვევების ზრდისთვის უნდა მოემზადოს“ - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მელიტა ვუინოვიჩი. მან ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო ტასსთან საუბრისას აღნიშნა.
„ აუცილებელია ეფექტური ზომების დაცვა და კარანტინის რეჟიმის გაუქმების შემდეგ შემთხვევების იდენტიფიკაცია, იზოლაცია, სავარაუდო პოტენციური კონტაქტების დაფიქსირება და მედიკოსების დასნებოვენებისგან დაცვა. ჯანდაცვის სისტემა ფხიზლად და მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ორმაგ პრობლემას გაუმკლავდეს: უზრუნველყოს სამედიცინო სერვისებზე წვდომა და მოახდინოს ოპერატიული რეაგირება ინფექციის გავრცელებაზე“ - განაცხადა მელიტა ვუინოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 485 000-ს სცდება, ხოლო უკანასკნელ 24 საათში ფატალურ შემთხვევათა რიცხვი 171-ია. საერთო ჯამში, დაღუპულია 6142 ადამიანი. 236 714 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის კურსს გადის, უცნობია, თუ რამდენი მათგანია კრიტიკულ ვითარებაში.
მასალის გამოყენების პირობები






