ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კვლავ წარსდგა საზოგადოების წინაშე. მან კორეის შრომის პარტიის პოლიტბიუროს სხდომას უხელმძღვანელა. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ტრადიციული შავის ნაცვლად, კიმს თეთრი კოსტუმი და პერანგი ეცვა. ამასთან, კიმ ჩენ ინი საგრძნობლად კარგ ხასიათზე იყო.
პოლიტბიუროს სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესების საკითხები განიხილესმ თუმცა, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თემა არც კი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ქვეყანაში არცერთი დაინფიცირებული არ არის.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რამდენჯერმე "ქრებოდა". მაისში კიმ ჩენ ინი საზოგადოებას სამი კვირის განმავლობაში არ უნახავს. აპრილის შუა რიცხვებში კი მან ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სენის იუბილე გამოტოვა.


მასალის გამოყენების პირობები






