დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან
COVID-19 - 18:04, 08 Jun, 2020     783

შევამცირეთ 50 ლარიანი სანქცია და გათვალისწინებული იქნება 20 ლარი - შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით დახურულ სივრცეში პირბადის უქონლობის გამო მოქალაქეები 20 ლარით დაჯარიმდებიან.

"„ქართული ოცნების“ გუნდში ვიმსჯელეთ და გუნდის უმრავლესობის განწყობა იყო, რომ ეს 50 ლარი შეგვემცირებინა. შესაბამისად, დღეს კომიტეტზე შევამცირეთ 50 ლარიანი სანქცია და გათვალისწინებული იქნება 20 ლარი იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკური პირი საჯარო თავშეყრის ადგილში პირბადის ტარების წესს დაარღვევს, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დაარღვევს პირბადის ტარების წესს. ასევე 20 ლარით იქნება გათვალისწინებული პასუხისგება თუკი ტაქსით გადაადგილების დროს მძღოლი ან მგზავრი დაარღვევს ამ წესს.

რაც შეეხება იურიდიული პირებს, თუკი ამ ვალდებულებას დაარღვევენ, რომ არ მოხდეს საჯარო თავშეყრის (დახურულ )ადგილებში მათ მიერ ფიზიკური პირების პირბადის გარეშე დაშვება, გათვალისწინებულია 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა. რჩება ძალიან მნიშვნელოვანი სფეროები ასევე, როცა კარანტინის წესს უნდა დაემორჩილოს ვინც საზღვარგარეთიდან ჩამოდის, უნდა მოხდეს კარანტინის წესების სრული დაცვა, იურიდიული პირების მიერ უნდა მოხდეს ასევე შესაბამისი წესების დაცვა, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოების უსაფრთხოება. თუკი ეს არ იქნება დაცული, ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი განმეორებით განახორციელებს ამ მძიმე ტიპის დარღვევებს, აქ უკვე დაიწყება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა,“- განაცხადა ოხანაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42