ფილიპინებში იმ მყიდველებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გამოიძახებენ საჭმელს და შემდეგ გააუქმებენ გადახდას, 6 წლიანი ციხე ემუქრებათ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ კვირის განმავლობაში უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა შეკვეთილი პროდუქციის გაუქმების.
იმ მომხმარებლებს, რომლებიც გააუქმებენ ადგილზე მოტანის შეკვეთას მას შემდეგ, რაც კურიერი მისამართამდე მისვლამდე საკუთარი ფულით ყიდულობს პროდუქტებს მაღაზიებში, დაეკისრებათ მაღალი ჯარიმები და აგრეთვე გარკვეული ვადით პატიმრობაც.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსული პანდემიისა და კარანტინის პირობებში ადგილზე მიტანისა და პროდუქტების გამოძახების სერვისზე მიმართვიანობა გაიზარდა, ზოგიერთი მომხმარებელი კი ძალზე ხშირად ერთგვარ თაღლითურ ე.წ ოინს მიმართავს ხოლმე- კურიერის მიერ პროდუქტის ადგილზე მოტანამდე აუქმებენ შეკვეთას, რის შემდეგაც გამოდის, რომ მძღოლი ანაზღაურებას ვერ იღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული თაღლითური გამოვლინებებისადმი მკაცრი პრევენციული „საკვებისა და სასურსათო მომსახურების დაცვის საკანონმდებლო აქტი“ 4 ივნისს ამოქმედდა.
მასალის გამოყენების პირობები






