ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც ორმოში ჩავარდა ინდონეზიის კუნძულ ბალიში, 6 დღის შემდეგ გადაარჩინეს. 29 წლის იაკობ რობერტსმა, რომელსაც სოფელ პეკატუში ძაღლს გაურბოდა, ვერ შეამჩნია 4 მეტრიანი სიღრმის ორმო, რა დროსაც შიგნით ჩავარდა, დაცემის მომენტში კი ფეხი მოიტეხა.
ორმო მშრალი იყო, მაგრამ ფეხზე არსებული დაზიანებები გამო მამაკაცმა ვერ მოახერხა სიღრმიდან ზედაპირზე ამოსვლა. თვითმხილველთა თქმით, ორმოში მცირე რაოდენობით წყალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა იაკობს, რომ თავი გადაერჩინა სიკვდილისგან.
რობერტსი დღეების განმავლობაში მთელი ხმით ყვიროდა და შველას ითხოვდა, საბოლოოდ კი ადგილობრივმა მოსახლეებმა გაიგეს მისი ხმა. ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელიც თავისი პირუტყვისთვის საკვებს ეძებდა მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიგო მამაკაცის ყვირილის ხმა, რომლის შესახებაც მან სამართალდამცავებს აცნობა.
პოლიციელთა თქმით, როდესაც რობერტსი ამოიყვანეს, იგი ძალზე სუსტად გამოიყურებოდა, რომელსაც ფიზიკური ტრავმა აღენიშნებოდა.
ბრიტანელი მამაკაცი ორმოდან საკაცით ამოიყვანა სამმა მაშველმა
მასალის გამოყენების პირობები






