მინეაპოლისის მუნიციპალურმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა განაცხადეს კვირას, რომ გააჩნიათ საკმარისი ხმების რაოდენობა, რათა გააუქმონ ქალაქში პოლიციის დეპარტამენტი, რომლის წევრმა ჯორჯ ფლოიდი მკვლელობით გააჩაღა დაპირისპირების უმწვავესი ტალღა სამართალდამცავებსა და მაცხოვრებლებს შორის.
უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული მდგომარეობის ფონზე, არასამთავრობოების მრავალი აქტივისტი დემონსტრაციების განმავლობაში ითხოვდა საკანონმდებლო ორგანოებისგან მიეღოთ მეტად არარეალისტური და უჩვეულო გადაწყვეტილება სხვადასხვა ქალაქებში პოლიციის დეპარტამენტების გაუქმებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული ცვლილების მომხრეებმა FOX NEWS-თან ინტერვიუს დროს განაცხადეს: „ ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ არ გაგვაჩნია პასუხები, თუ როგორი იქნება პოლიციისგან „თავისუფალი“ ქალაქისა და მათი მაცხოვრებლების მომავალი, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას ეს სურს. ჩვენ ვალდებულებებს წარმოადგენს გავაგრძელოთ მოსახლეობასთან თანამშრომლობა და განვსაზღვროთ, როგორი იქნება ჩვენი უსაფრთხოება“.
მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით არ აკეთებს განცხადებას მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტი. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივთა უწყების ხელმძღვანელმა, პოლ დიჯიაკომომ განაცხადა, რომ პოლიციის გაუქმება იქნება კატასტროფის კატალიზატორი.
მინეაპოლისის ქალაქის საბჭოში გადაწყვეტილების მიმღებ წევრთა უმრავლესობა დემოკრატიული ფრთის ფერმერ-მუშათა ფლანგს ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები






