55 წლის ვოლტერ ოგროდი, რომელიც 4 წლის გოგონას სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობაში იყო ბრალდებული და უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, პენსილვანიის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. მან ციხეში 28 წელი გაატარა.
1988 წელს, პატარა ბარბარა ჯინ ჰორნის ცხედარი ოგროდის სახლის მახლობლად, ყუთში აღმოაჩინეს. ოთხი წლის შემდეგ კი იგი მკვლელობისთვის დააკავეს. როგორც ვოლტერმა NBC 10 Philadelphia-სთან ინტერვიუში აღნიშნა, თავდაპირველ სასამართლო მოსმენაზე მას ტყუილის თქმა აიძულეს, რის გამოც იგი დამნაშავედ სცნეს.
ოგროდმა, რომელიც აუტისტია, აუტიზმით იყო დაავადებული, მოგვიანებით უარყო თავისი ჩვენება. ამასთან, 5-მა მოწმემ დაადასტურა, რომ ადამიანი, რომელიც მათ ყუთით ხელში დაიონახეს, არ გავდა ვოლტერს.
ამის გამო მისი საქმის პირველი განხილვა ჩაიშალა, მაგრამ მეორე განხილვაზე, 1996 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. შეგახსენებთ, პენსილვანია აშშშ-ის ერთერთი შტატია, სადაც სასჯელის ეს ზომა ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა ბოლო აღშრულება 1975 წელს მოხდა.
წელს იანვარში დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ დანაშაულის ადგილიდან აღებული ნიმუშები არ შეესაბამება ვოლტერისას და სასამართლოს უკვე სრული საფუიძველი გაუჩნდა, რომ უდანაშაულოდ მისჯილი ადამიანი გაეთავისუფლებვნა.
აღსანიშნავია, რომ ერთერთი, ვინც სასამართლო სხდომაზე ვოლტერის გათავისუფლებას ითხოვდა, მოკლული გოგონას დედა იყო.

მასალის გამოყენების პირობები






