"ფარული გადამტანები" - "სინგაპურის ეკლესიის კლასტერი", საიდანაც მეცნიერებმა Covid-19-ზე ბევრი ახალი რამ შეიტყვეს
COVID-19 - 20:42, 07 Jun, 2020     1030
კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე რთულ საკითხად რჩება ე.წ. "ფარული გადამტანები" - ადამიანები, რომელთაც დაინფიცირების არანაირი სიმპტომები არ აქვთ, თავად არ ავადდებიან, თუმცა, ვირუსის მატარებლები და გარშემომყოფთათვის ყველაზე სახიფათო არიან.

თავიდან მეცნიერებმა ასეთი ადამიანების არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

პირველი შემთხვევა 19 იანვარს, სინგაპურში დაფიქსირდა. წყვილი, რომელიც უხანიდან ჩამოვიდა, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდათ და ქალაქში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, სინგაპურის ერთერთ ტაძარში, საეკლესიო რიტუალს დაესწრო. ჩინეთიდან ჩამოსულებს კორონავირუსი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდათ. ამასთან, რამდენიმე დღეში სამი სინგაპურელი, რომელიც ამავე რიტუალს ესწრებოდა, კორონავირუსით დაავადდა. ექიმები გაოგნებული იყვნენ და ფაქტობრივად გამოძიება ჩაატარეს, თუ ვისგან დაავადდა ეს სამი ადამიანი. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გაჩნდა ტერმინი "კონტაქტების მოძიება" და "უსიმპტომო დაავადებული".

ეკლესიის შემთხვევამ მეცნიერები კიდევ ერთ "აღმოჩენამდე" მიიყვანა. კორონავირუსით დაავადდა ქალი, რომელიც ეკლესიაში მას შემდეგ მივიდა, რაც ჩინეთიდან ჩამოსული წყვილი და სხვა პირები იქ უკვე აღარ იმპოფებოდნენ. სინგაპურელებმა ეს შემთხვევაც გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ ქალი იმავე სკამზე იჯდა, რომელზეც "უსიმპტომო დაავადებულები".

მექანიზმი, თუ როგორ გადაეცემა უსიმპტომო დაავადებულებისგან ვირუსი სხვებს, ჯერჯერობით ბოლომდე დადგენილი არ არის. არის რამდენიმე ვერსია, რომ სუნთქვის დროს კორონავირუსი გადადის ახლო მყოფ ადამიანზე, ან ვთქვათ სკამზე. მეორე ვერსიაა შეხება - თქვენს არსებული ვირუსი ხვდება მეორე ადამიანის სხეულზე, ან რაიმე საგანზე, რომელსაც სხვები ეხებიან.

ე.წ. "სინგაპურის ეკლესიის კლასტერის" ისტორია გაცილებით რთული გამოსაცნობი იქნებოდა, ჩინეთიდან ჩამოსულ წყვილი "ფარული გადამტანები" რომ ყოფილიყვნენ და კორონავირუსი საერთოდ არ გამოვლენოდათ, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა.

ისტორიიდან ცნობილია ადამიანი, რომელსაც "ტიფიანი მერი" (Typhoid Mary) უწოდეს. ეს ქალბატონი მეოცე საუკუნის დასაწყისში, ნიუ-იორკში, სხვადასხვა სახლში მზარეულად მუშაობდა და ყველა ამ სახლში ადამიანები ტიფით ავადდებოდნენ. სულ 53 დაავადებულიდან, სამი გარდაიცვალა. დაავადების წყარო საიდმლოებით მოცული იყო, სანამ ექიმებმა მერის, რომელიც ამ შემთხევვების დამაკავშირებელი პირი იყო, ტიფის ბაცილა არ აღმოუჩინეს. თავად მერი კი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. და რაც მთავარია, იგი ტიფის მატარებელი დაბადებიდან იყო, რადგან მის დედას ტიფი ორსულობისას შეეყარა.

სამწუხაროდ, ეს ისტორია მერის მალონისთვისაც ცუდად დასრულდა, იგი დააპატიმრეს და სიცოცხლის ბოლომდე 1915-დან 1938 წლამდე, იგი ნიუ-იორკთან მდებარე დაუსახლებელ კუნძულზე იყო გამოკეტილი.

თუ დავუბრუნდებით კორონავირუსის გავრცელებას, არავინ იცის, თუ რამდენი ასეთი "ფარული გადამტანი" დადის მსოფლიოში. როგორც წესი, ეს ანალიზების ჩატარების დროს ვლინდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამედიცინო ან სხვა სახის დაწესებულებებში თანამშრომელთა მასობრივი ტესტირება ან გამოკვლევა ტარდება. ჩვეულებრივი ადამიანი, კი რომელსაც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება ტესტს, როგორც წესი, არ იტარებს. განსაკუთრებულად საინტერესოა ლაინერ "დაიმონდ პრინცესის" - გემზე მყოფი 700 დაინფიცირებულიდან მესამედს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა და არც კორონავირუსით არ იყვნენ ავად.

უსიმპტომოთა რაოდენობის შესახებ ჩატარებული კვლევები სხვადასხვა მონაცემებს აჩვენებს, ყველაზე შემაშფოთებელი ჩინელი მეცნიერების კვლევაა, რომელიც ამტკიცებს, რომ "ფარულ გადამტანთა" რიცხვი გაცილებით აღემატება სიმპტომიან დაავადებულთა რიცხვს.

ამ საკითხზე მუშაობენ ბრიტანელი ექიმებიც, მათ შორისაა პროფესორი ნილ ჰოლი, რომელიც ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ექსპერიმენტის სახით კორონავირუსის ანალიზი პატარა ქალაქ ნორიჯის ყველა მოსახლეს ჩაუტარდეს. იგი თვლის, რომ უსიმპტომოები, ეს ის ნაღმია, რომელთაც შესაძლოა პანდემიასთან ბრძოლა მთლიანად უშედეგო გახადოს.

იგივეს აცხადებენ კალიფორნიელი ექიმებიც და უსიმპტომოებს პანდემიასთან ბრძოლის "აქილევსის ქუსლად" მოიხსენიებენ. ისინიც მასობრივი ტესტირების ჩატარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაკუთრებით საკარანტინო რეჟიმის შერბილების პირობებში, "ფარული გადამტანები" შესაძლოა ახალი ტალღის მაპროვოცირებელნი გახდნენ. ამგვარი მასობრივი ტესტირება გაკეთდა სწორედ ქალაქ უხანში, სადაც 9 დღეში 6,5 მილიონი ადამიანი იქნა გამოკვლეული.

სწორედ ამ მიზნით ურჩევენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები და იყვნენ ფრთხილად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

იგივეს აცხადებენ კალიფორნიელი ექიმებიც და უსიმპტომოებს პანდემიასთან ბრძოლის "აქილევსის ქუსლად" მოიხსენიებენ. ისინიც მასობრივი ტესტირების ჩატარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაკუთრებით საკარანტინო რეჟიმის შერბილების პირობებში, "ფარული გადამტანები" შესაძლოა ახალი ტალღის მაპროვოცირებელნი გახდნენ. ამგვარი მასობრივი ტესტირება გაკეთდა სწორედ ქალაქ უხანში, სადაც 9 დღეში 6,5 მილიონი ადამიანი იქნა გამოკვლეული.

სწორედ ამ მიზნით ურჩევენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები და იყვნენ ფრთხილად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42