საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა მედიასთან საუბრის დროს კომენტარი გააკეთა თურქეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტზე. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები და საზღვრები ნებისმიერ ფასად.
„ჩვენ არ გვსურს მოვლენების ამგვარი განვითარება, მაგრამ ჩვენ გვსურს ნათელი მოვფინოთ იმ ფაქტს, რომ ყველა ზომას მივიღებთ, რათა ჩვენი სუვერენული უფლებები სრულად დავიცვათ, იმ ფარგლებში, რაშიც ეს არის შესაძლებელი“- განაცხადა ნიკოს პანაგიოტოპულოსმა.
აღნიშნული განცხადება საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გამართა პრეს კონფერენცია ფაიეზ ალ-სარაჯთან, გაეროს მიერ აღიარებულ ლიბიის ოფიციალური მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად. მიმდინარე შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთ და ლიბია გააგრძელებენ ნავთობის მოძიებასა და ბურღვის პროცესს საბერძნეთის საზღვაო სივრცეში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში.
პანატიოტოპულოსმა აღნიშნა, თუ როგორი აგრესიულია თურქეთი თავის პოლიტიკაში, თუმცა მისი თქმით, საბერძნეთს შეუძლია, შეაკავოს მათი აგრესია შეიარაღებული ძალების გამოყენებით.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, მზადაა თუ არა ქვეყანა სამხედრო პასუხის გასაცემად, სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ არმია ნებისმიერი სცენარისთვის იქნება მზად.
მასალის გამოყენების პირობები






