აშშ-ში, ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გამართულ აქციაზე თეთრკანიანმა პოლიციელმა გულში ჩაიკრა 5 წლის შავკანიანი გოგონა, რომელმაც ჰკითხა სამართალდამცავს „აპირებდნენ თუ არა ისინი სროლას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის“.
საიმონ ბარტი თავის მშობლებთან ერთად იმყოფებოდა დემონსტრაციაზე ტეხასში,სადაც ფლოიდის მკვლელობას და სისტემაში არსებულ რასისტულ მიდგომებს აპროტესტებდა.
აქციაზე გამვლელმა პოლიციელმა შენიშნა, რომ გოგონა იმედგაცრუებული და დამწუხრებული იყურებოდა- სამართალდამცავი მიუახლოვდა მას, რა დროსაც მცირეწლოვანმა ჰკითხა- აპირებდნენ თუ არა სროლას, რის საპასუხოდ ოფიცერი მას გადაეხვია და უთხრა: „ჩვენ ვართ აქ იმისათვის, რათა დაგიცვათ. არ ვარ აქ იმისთვის, რომ შენ რამე დაგიშავო. შენ შეგიძლია გააპროტესტო, შეგიძლია იზეიმო და გააკეთო ნებისმიერი რამ რაც გსურს“.
ემოციური მომენტი ვიდეოზე აღბეჭდეს გოგონას მშობლებმა, რომელიც SKYNEWS-მა გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები






