მარკ ცუკერბერკის მიერ დაარსებული სოციალური ქსელი ფეისბუქი რუსეთის ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მედიების გვერდებს მონიშნავს და დააკვირდება მათ საქმიანობას. ამის შესახებ სოციალური მედიის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი.
აღნიშნულია აგრეთვე , რომ კომპანია შეაფერხებს ასეთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ რეკლამებს, რომლებიც ამერიკისთვისაა გათვლილი.
ზემოხსენებულ განცხადებაში თავდაპირველად საუბარია 200-მდე მედია საშუალებაზე, რომელთა შორისაა SPUTNIK, RUSSIA TODAY, ირანის და ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოები.
ფეისბუქის კიბერუსაფრთხოების განყოფილების თქმით, აღნიშნული რეგულაცია არ შეეხება იმ მედიასაშუალებებს რომლებიც ამერიკულია , რადგან მათ უმრავლეს ნაწილს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტია გააჩნიათ, იმათაც კი, რომლებიც სამთავრობო მედიებად არიან აღქმულნი.
მასალის გამოყენების პირობები






