ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები დაავადებისგან გამოჯანმრთელების ერთ-ერთი კურსის ფარგლებში ექიმებს ზღვის სანაპიროზე ასეირნებენ.
ბარსელონას საავადმყოფო დელ-მარიდან სამედიცინო ჯგუფის წევრებმა ზღვაზე საწოლში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი კოვიდ ინფიცირებული პაციენტები გაიყვანეს, რაც მათი თქმით, ინტენსიური თერაპიული განყოფილებების ჰუმანირებისთვის არის განკუთვნილი.
საერთო ჯამში ესპანეთში კორონავირუსის 239 932 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან ფატალური 27 127 მათგანი აღმოჩნდა.მთავრობამ ეტაპობრივად დაიწყო ტოტალური კარანტინის მოხსნის პროგრამის განხორციელება.
ამ დრომდე დაშვებული არ გახლავთ სავარჯიშო ცენტრებში ადამიანების მიღება, ეკრძალებათ აგრეთვე ბავშვებს სახლების ფარგლებს გარეთ გასვლა.
მთავრობაში იმედოვნებენ, რომ მთავარი გამოწვევა კორონავირუსისგან უკვე გადალახული და დაძლეულია. სამშაბათს პირველად კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



მასალის გამოყენების პირობები






