ჯორჯ ფლოიდის ცოლმა მისი ქრმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორი მოსიყვარულე მამა იყო, რომელიც თავისი შვილის კეთილდღეობისთვის მისი დაბადებიდან „იბრძოდა“.
როქსი ვაშინგტონმა აღნიშნა, რომ მათი შვილის დაბადებისთანავე ჯორჯი თავის ქალიშვილს არ შორდებოდა გვერდიდან მას შემდეგ, რაც სამშობიაროში ჯიანას ტირილის ხმა გაიგონა.
„ჯიანამ ტირილი დაიწყო.ფლოიდი მისმა ტირილმა „გამოაღვიძა“. როგორც კი ბავშვი დაიბადა,უმალვე მას დააჭერინეს ხელში. გოგონას მამა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა“ - აღნიშნა ფლოიდის მეუღლემ ამერიკულ მედიასთან საუბრის დროს.
ჯიანამ საუბრისას განაცხადა, რომ მას მამა ძალიან ენატრება.
„მას თავისი შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდოდა, რისთვისაც თავს არ ზოგავდა-სწორედ ამიტომ ჩამოვიდა იგი მინეაპოლისში სამუშაოდ. იგი ვერასოდეს ნახავს იმას თუ როგორ იზრდება მისი ქალიშვილი“ - როქსი ვაშინგტონი
როქსის თქმით, მან ქმრის გარდაცვალების შესახებ მისი ნათესავისგან შეიტყო. უშუალოდ ფაქტი კი ფლოიდი მეუღლემ ინტერნეტში ნახა, რაზეც განაცხადა, რომ მხოლოდ ცოტა ხანს უყურა და ვერ დაიჯერა, რომ მის ქმარს ესე ექცეოდნენ- „როგორ ითხოვდა შველას- იმ მომენტში ვინატრე მის გვერდით ვყოფილიყავი და დავხმარებოდი. ძალიან მიყვარდა“ -აღნიშნა როქსიმ
მასალის გამოყენების პირობები






