ბრიტანეთის თემთა პალატაში პარლამენტართა უმრავლესობა ითხოვს, სხდომებმა ისევ ვირტუალურ რეჟიმში გადაინაცვლოს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ერთ-ერთმა მინისტრმა თავისი მოხსენების განმავლობაში დააცეიმნა. მას აგრეთვე ოფლიანობა და ძლიერი სურდოც აღენიშნებოდა.
მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის ბიზნეს მდივანი, ალოკ შარმა ყურადღება არ აქცევდა მთავრობის მიერ გაცემულ ინსტრუქციებს და არ უფრთხილდებოდა საკუთარ თავს, რათა მოეხდინა პრევენცია ვირუსით ინფიცირებისგან.
აღნიშნულმა ეპიზოდმა პარლამენტარებს შორის ვნებათაღელვა გამოიწვია. დეპუტატები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი სამთავრობო მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა შორისაც არიან კაბინეტის სხადასხვა მინისტრები და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები. შარმა 45 წუთის განმავლობაში ესწრებოდა სხდომას პარლამენტში.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, შარმას სპიკერმა დაადასტურა, რომ მინისტრი კორონავირუსითაა დაავადებული.
მასალის გამოყენების პირობები






