ევროკავშირმა განაახლა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების "შავი სია", რომლის მიხედვთაც აღნიშნულ სიაში მოხვედრილ ავიაკომპანიებს ევროპის ტერიტორიაზე ფრენები ეკრძალებათ. განახლებულ სიაში 16 ქვეყნის 96 ავიაკომპანიაა შეყვანილი. მათ შორის არიან სომხური ავიაკომპანიებიც.
"შვიდივე სომხური ავიაკომპანია მას მერე შევიდა აკრძალვების სიაში, რაც ევროკავშირმა სომხეთში სანიტარული მდგომარეობის, კორონავირუსის გავრცელების და მის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ანალიზი გააკეთა და ქვეყანაში შექნილი მდგომარეობა ძირფესვიანად შეისწავლა," – ნათქვამია ევროკომისიის პრეს სამსახურის განცხადებაში.
ევროკავშირის "შავი სია" 2006 წლიდან არსებობს და ევროკომისია რეგულარულად ანახლებს მას. სიაში ხვდებიან ის ავიაკომპანიები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ როგორც ავიალაინერების ტექნიკური პარამეტრებით, ასევე მფრინავების კვალიფიკაციის და ლიცენზირების კუთხით.
სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარის ტატევიკ რევაზიანის განცხადებით, სომხეთს ყველა პრობლემების მოგვარებისა და "შავი სიიდან" გამოსვლისთვის 2,5 წელი დასჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






