ლიბიაში საერთაშორისოდ აღიარებულმა სამთავრობო ძალებმა დედაქალაქ ტრიპოლიზე სრული კონტროლი დაამყარეს მას შემდეგ, რაც იგი 1 წლის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა ამბოხებული გენერალი ჰაფთარის მიერ.
ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის თითქმის სრულ ტერიტორიაზე აღდგენილია კონტროლი და გაწმენდილია ქუჩები გასამხედროებული ამბოხებული ფორმირებებისგან.
ლიბიის ე.წ ეროვნული არმიის ხელმძღვანელობის ( მეთაური გენერალი ჰაფთარი) განცხადებით, ისინი ახორციელებენ სამხედროების გაყვანის პროცესს ტრიპოლის ისეთი რაიონებიდან, როგორიცაა აინ ზარა, აბუ სალიმი და ქარს ბინ ღასირი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან ლიბია ორ დაპირისპირებულ ბანაკადაა გაყოფილი- ტრიპოლის ხელისუფლებასა და აღმოსავლეთის რეგიონების მაკონტროლებელ ჰაფთარს შორის. აღნიშნულ დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობენ გარეშე ძალებიც- თურქეთი მხარს უჭერს ლიბიის სამთავრობო ძალებს, ხოლო რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ამბოხებულ გენერალ ჰაფთარს, რომელსაც აქტიურად აწვდიან რუსული წარმოების სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას.
აგრეთვე უშუალო სამხედრო ბატალიებში მონაწილეობენ გენერალი ჰაფთარის დასახმარებლად რუსი დაქირავებული მაღაკვალიფიციური რაზმები, კერძო კომპანია ვაგნერის ეგიდით. თურქეთი და მისი უპილოტო ავიაცია განსაკუთრებით მძიმე დარტყმებს აყენებს ჰაფთარსა და რუს მებრძოლებს, რომლებიც კოლოსალურ დანაკარგებს განიცდიან ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკაში.
სოციალურ ქსელ ტვიტერში ვრცელდება შემზარავი კადრები, სადაც ჰაფთარის ძალებზე ჩასაფრება და მისი მებრძოლების დახოცვაა ასახული. ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან სამთავრობო ძალები გზაზე პიკაპით მომავალ სამხედროებს, რა დროსაც მანქანა ფეთქდება და მებრძოლები მთელი სისწრაფით ვარდებიან მიმავალი ავტომიბილებიდან, რომლის შემდეგაც საკონტროლო გასროლას აკეთებენ სახელისუფლებო ძალები.
მასალის გამოყენების პირობები






