აშშ-ში სიტუაცია უკონტროლო ხდება-იარაღის მაღაზიის მეპატრონემ მძარცველი რამდენიმე გასროლით მოკლა
მსოფლიო - 11:06, 04 Jun, 2020     1105

აშშ-ში არეულობა უკვე 5 დღეა გრძელდება და ათეულობით ქალაქში ძალზე მასშტაბურ ხასიათს იძენს. ჯორჯ ფლოიდის სახელს ამოფარებული მძარცველების პრობლემა დღეს უმთავრესია, რომელთანაც ამერიკის სამართალდამცავ უწყებებსა და იარაღის ლეგალურად მფლობელ მშვიდობიან მოქალაქეებს უწევთ გამკლავება არსებული უკონტროლო სიტუაციის ფონზე.

სამხრეთ ფილადელფიაში იარაღის მაღაზიის მფლობელმა მამაკაცმა მძარცველი, რომელიც მის საკუთრებაში შემოჭრასა და დაყაჩაღებას ცდილობდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავდაცვითი გასროლისას მოკლა.

პოლიციის განცხადებით, იარაღების კომპანიის ფლობელი თავის კერძო საკუთრებაში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც მაღაზიას თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით , მეპატრონემ არჩია ადგილზე დარჩენილიყო, რადგან უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქუჩაში სრული განუკითხაობა მძვინვარებდა.

მას შემდეგ, რაც მძარცველებმა მაღაზიის უკანა კარები შეამტვრიეს და ფანჯრები ჩაამსხვრიეს, 67 წლის მაღაზიის მეპატრონემ აიღო მ4-ის ტიპის ცეცხლსასროლი ავტომატი და თავში ესროლა მძარცველს, რომლის შემდეგაც თავდამსხმელთა ჯგუფი გაიფანტა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სამართალდამცავებმა აგრეთვე აღმოაჩინეს თავდამსხმელის იარაღი.

მეორე პიროვნება, რომელიც იარაღის მაღაზიის მეპატრონემ მხარში დაჭრა, იმავე ღამეს აღმოაჩინეს ჯეფერსონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, რომელსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს. მაღაზიასთან არსებული სათვალთვალო კამერიდან ჩანს, თუ როგორ იცავს თავს 67 წლის მამაკაცი თავს მძარცველებისგან.

ქალაქის მერმა და პოლიის კომისარმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს საკუთარი სიცოცხლისა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის მაღაზიის მეპატრონე დაკითხეს, თუმცა მას დაპატიმრება არ ემუქრება, რადგან იგი თავდაცვის რეჟიმში მოქმედებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42