ამერიკაში დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერ ადამიანებს შორის გრძელდება. დემონსტრაციები უკვე ათეულობით ქალაქში მძვინვარებს-ხშირი იყო აგრეთვე გასულ ღამეს ძარცვის შემთხვევები ნიუ-იორკის შტატში, სადაც სიტუაცია განსაკუთრებით უკონტროლოა.
აშშ-ს ჩრდილოეთით მდებარე შტატ აიდაჰოს ქალაქ ქაურ დ ალენოში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იარაღის ტარების ლეგალური უფლების მქონე მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მიიღეს. ისინი სამართალდამცავ უწყებებთან ერთად იცავენ ქალაქში წესრიგს, რათა არ დაუშვან ძარცვისა და მოროდიორობის ფაქტები. ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოებში ასახულნი არიან ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებიც სხვადასხვა სახის მძიმე და მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით არიან შეიარაღებულნი და პატრულირებენ, იცავენ მნიშვნელოვან სახელმწიფო და კერძო ობიექტებს.




















აიდაჰოსგან განსხვავებით, უმძიმესი მდგოამრეობაა ნიუ იორკის შტატში, რომლის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ პოლიციამ და ქალაქის მერმა გასულ ღამეს დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულეს. მისი განცხადებით, სამართალდამცავი უწყებები არ იყო ეფექტური კრიმინალებისა და მოროდიორების, ვანდალისტური ფაქტების შესაჩერებლად.
მისი განცხადებით, ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციამ მასზე დაკისრებული მოვალეობა უფრო უკეთ უნდა შეასრულოს და დაიცვას წესრიგი.
ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ შტატში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება გახდა არა საპროტესტო აქციები, არამედ ძარცვისა და მოროდიორობის მასობრივი ფაქტები.
„ვფიქრობ, მერი სათანადოდ არ აფასებს პრობლემის მასშტაბსა და პრობლემის ხანგრძლივობას. ის, რაც მოხდა ქალაქ ნიუ იორკში, უპატიებელია“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.
მასალის გამოყენების პირობები






