მეცნიერები აქტიურ ცდებს ატარებენ ანთებსაწინააღდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატ იბუპროფენზე, რომელიც მკვლევართა ვარაუდით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შესაძლოა, წარმატებული სამკურნალო საშუალება აღმოჩნდეს.
ლონდონის KING’S COLLEGE-ში მომუშავე მეცნიერთა თქმით, იბუპროფენის გამოყენება შეიძლება კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ, რომლის გამოყენების შემდეგ საგრძნობლად უმჯობესდება პაციენტთა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.
მეცნიერთა თქმით, იაფი „სამკურნალო პრეპარატის“ საშუალებით, შესაძლებელი იქნება პაციენტების „დახსნა“ ვენტილატორებისგან.
ექსპერიმენტში, რომელსაც სახელად გათავისუფლება ჰქვია, კოვიდ ინფიცირებული პაციენტები მიიღებენ მონაწილეობას.
ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა ხდაჰყო, რომ პრეპარატის გამოყენებით შესაძლებელია მწვავე რესპირატორული აშლილობის მკურნალობა, რომელიც კორონავირუსის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გართულებით სიმპტომს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






