მედიკოსების დაუდევრობა და ინფიცირებული პაციენტის სახლში გაწერა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 13:05, 03 Jun, 2020     890
მედიკოსების შესაძლო დაუდევრობა და ინფიცირებული პაციენტის სახლში გაწერა - თემაზე განმარტების გაკეთება დღეს ამირან გამყრელიძეს მოუწია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნინოწმინდაში ინფიცირებულთა ტესტის შედეგები აერიათ და კლინიკიდან გამოჯანმრთელებულის ნაცვლად ინფიცირებული გაწერეს, არასწორი ინტერპრეტაციაა.

მთავარი ინფექცინისტი სიცრუეს უწოდებს კიდევ ერთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კაცის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ექიმებისთვის ცნობილი გაწერიდან ორი დღის შემდეგ გახდა.

"კვლევა მიმდინარეობს, ტესტების არევა არ მომხდარა. კარანტინში ორჯერ გაიტესტა და ახლა ხდება მისი განმეორებითი ტესტირება. რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს, როცა მეორე იყო სუსტად დადებითი. ახლა ხდება მისი ჩაღრმავებული კვლევა. სისხლის გამოკვლევა მოხდება. ის გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და ვფიქრობთ, რომ არაფერი განსაკუთრებული იქ არ იქნება.

არ არის სწორი ინტერპრეტაცია, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის იდენტიფიცირებული იყო, გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ახლა ვიკვლევთ. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. აიღებენ სისხლს, გამოიკვლევენ ანტისხეულებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენ იქ ინფექცია არ გვაქვს", - აცხადებს გამყრელიძე.

ნინოწმინდის სოფელ ყარუმაში მერის წარმომადგენელი ეგორ თოროიანი ამბობს, რომ ინფიცირებული პირი საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა, 18 დღე იზოლაციაში იყო, 31 მაისს სახლში გაუშვეს.

"არ ვიცი, მოხდა თუ არა შეცდომა, მგონია, რომ კორონავირუსი არ აქვს. კონტაქტი ბევრთან ჰქონდა", - თქვა მან.

მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42