ლევან გოფოძე: გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს ბოლო ტესტირებით კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა
COVID-19 - 12:14, 03 Jun, 2020     710


რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებათ კორონავირუსით დაღუპულ მეცამეტე პირზე ისაუბრა.

მედიკოსმა აღნიშნა, რომ პაციენტს კორონავისრუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„ეს პაციენტი ჩვენთან მოყვანილი იქნა მაისის დასაწყისში, გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან. პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველ დღე, როდესაც კომენტარებს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამ პაციენტს გარდა იმისა, რომ კოვიდინფექცია ჰონდა დადასტურებული, ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, ჰქონდა ბევრი გართულება კოვიდინფექციასთან ასოცირებული. მძიმე დისტრეს სინდრომით და სეპტიური შოკით შემოვიდა კლინიკაში. ჩვენთან შემდეგ დაუდგინდა ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი, ამასთან იყო გულის მწავევე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, ინსულტი განვითარებული.

ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია, დისტრესის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომაროება და გუშინ საღამოს გაჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, ბოლოს რეტესტირების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია PCR ტესტით, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ეს სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც განაპირობა კოვიდინფექციამ, რომელიც იყო წამყვანი, ჩამრთველი მექანიზმი, ყველა მისი თანხმლები დაავადების დამძიმების.

„უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პაციენტი მაინც კოვიდით გარდაცვალებული პაციენტების რიგს განეკუთვნება. ამიტომ სწორედ აღირიცხა როგორც კოვიდგარდაცვალებული“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42