უკანასკნელ პერიოდში დინოზარების გადაშენებიდან 66 მილიონი წლის შემდეგ ცხოველებისა და მცენარეების ასეულობით სახეობა ყველაზე სწრაფი და მასშტაბური ტემპით იღუპება.
ახალი კვლევის შედეგად საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 500-ზე მეტი სახეობის ცხოველი და მცენარები 2 ათეულ წელიწადში გადაშენების ზღვარზე იქნება. მკვლევართა ჯგუფში რომელიც დაკომპლექტებულია მეხიკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებით, ამბობენ რომ აღნიშნული ტენდენცია გამოწვეულია ადამიანთა საქმიანობებით.
საერთაშორისო მეცნიერთა გაერთიანება მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს გამართონ კომუნიკაცია ეკოსისტემის კატასტროფულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები სიტუაციის აღმოსაფხვრელად.

ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს მე-6 გადაშენების ყველაზე მასშტაბური ციკლი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს. გადაშენების რისკის ქვეშ იმყოფებიან ისეთი სახეობები, როგორიცაა სუმატრული მარტორქა, ნიბლია, ესპანოლას ტიპის გიგანტი კუ და არლეკინული ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ბაყაყი.
უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში 400-ზ მეტი ხერხემლიანი ცხოველის სახეობა გადაშენდა. მეცნიერთა თქმით, მთავარი მოწოდება მთავრობების მიმართ არის ის, რომ მიიღონ მკაცრი ზომები იშვიათი სახეობების დასაცავად, კონკრეტულად კი უნდა აიკრძალოდ ველური სახეობებით ვაჭრობა, განსაკუთრებით უნდა აიკრძალოს უკანონოდ მათი შეპყრობა, მათზე ნადირობა და ცხოველების საკვებად, მედიკამენტების დასამზადებლად მათი გამოყენება.

ეკოლოგები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ გლობალური დათბობა, ტყეების მასობრივი ჩეხვა და სხვადასხვა სახის მძიმე ბიოლოგიური იარაღის გამოცდები, რომელიც ეკოსისტემას აზიანებს პირდაპირ კავშირშია ცხოველების გადაშენების საფრთხესთან.
მასალის გამოყენების პირობები






